აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ შეშფოთებულია „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით
09-05-2018, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

 

 

„აშშ  შეშფოთებულია „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით დაკეტოს. ეს შეზღუდვა ემთხვევა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და წარმოადგენს გადაადგილების შეზღუდვას, ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

 

 

ამას გარდა, აშშ-ი მოითხოვს, რომ დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – „სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“, ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი