საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა 9 მაისი ომის ვეტერანებს მიულოცა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ომის ვეტერანები.
გიორგი მარგველაშვილმა 9 მაისს კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე უწოდა და აღნიშნა, რომ ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას.
„დიდი მადლობა და პატივისცემა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში.
მადლობა აი ამ დიდი გამარჯვებისთვის და ალბათ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად მივცეთ შესაძლებლობა აღტაცდეს და იამაყოს ამ ადამიანების ღვაწლით.
მათდამი პატივისცემა და ყურადღების გამოხატვა ჩვენ თვითონ მოგვანიჭებს პატივს და ჩვენთვისვე არის მნიშვნელოვანი", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.