პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაკის პარკში მედიის წარმომადგნელებთან საბურისას გააკეთა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში, უნდა შევიდეს თუ არა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ავლაბრის სასახლეში, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:
„საბოლო ჯამში, ეს უნდა გადაწყდეს საერთო კონსულტაციების საფუძველზე. ამ კონსულტაციებში ჩართული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მომავალი პრეზიდენტიც. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული უნდა იქნას ზოგადი პრინციპების საფუძველზე. პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას და მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.