თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი სწორედ ამ ადამიანების თავგანწირვით დაამარცხა.
„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ ამ გამარჯვებაში მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ იქცა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების ღვაწლი ძალიან დიდია”, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.