გიორგი კვირიკაშვილი: „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის“
09-05-2018, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქვეყნის გადარჩენისთვის თავი გაწირა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

 

 

„მინდა, ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით - ვეტერანებს. ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ გულში უნდა ჩავიხუტოთ ეს ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი, 300 ათასზე მეტი ადამიანი შინ აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის - უცნობი. ასე რომ, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. ამ უდიდეს დღეს ვულოცავ პირველ რიგში ომის ვეტერანებს და ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს, ვინც ამქვეყნად აღარ არის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ, რასაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი