მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით, რაც ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას, მათ შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, შალვა თადუმაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფუნქციური ანალიზი, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობენ და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებები ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება.
ჟურნალისტების შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა რეორგანიზაცია თანამშრომლების ოპტიმიზაციას, შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ შეიძლება მიღებული იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციის ფუნქციის უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი განხორციელებისთვის.
რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისთვის 2018 წლისთვის არის გამოყოფილი.
„განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადავიდა სხვა სამინისტროებში, რამაც შესაბამისად გამოიწვია რეორგანიზაციის გამოცხადება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთი თვის ვადაში იქნება ცნობილი და შესაბამისად შეიტყობთ, რომელი დეპარტამენტები გაერთიანდება ან განცალკევდება", განაცხადა შალვა თადუმაძემ, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე გამოცხადდება კონკურსი იმ თანამდებობების დასაკავებლად, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად ვაკანტურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.