ირაკლი კობახიძე: როდესაც ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, რუსული პროპაგანდა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია
09-05-2018, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობთ მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. იმ რეჟიმში, როდესაც ოკუპირებულია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა ჩემთვის, პირადად, აბსოლუტურად მიუღებელია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის.

 


„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები უზრუნველყოფილი იყოს, ასევე მთავარია, რომ გაგრძელდეს მუშაობა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის. ეს პრიორიტეტებია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დასავლური ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია დე-ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის, პროპაგანდის თვალსაზრისით უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი