„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ეს საკითხი იყოს შესწავლილი მაქსიმალურად სიღრმისეულად. აქედან გამომდინარე, პარლამენტის მხრიდან რაც იქნება საჭირო, მათ შორის ზედამხედველობის კუთხით, ყველა ზომა იქნება მიღებული“, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია და ამ საკითხის ბოლომდე შესწავლა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„ჩვენთვის ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. ჩვენი მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი დაიღუპა ცხინვალის ციხეში და ის არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი და პარლამენტი მაქსიმალურ წვლილს შეიტანს ამაში“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.