მიხეილ სააკაშვილი: ოდესაში კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი ამოქმედდება
02-06-2015, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში პეტრო პოროშენკოსა და ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართა, სადაც სააკაშვილმა პოროშენკოს ოდესაში გამართული შეხვედრების შესახებ უამბო და საკუთარი რეფორმების გეგმები გააცნო.


რუსთავი 2-ის ცნობით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი ამოქმედდება და ეს სწორედ ის სტრატეგიაა, რასაც ოდესის მოსახლეობა ელოდა.


„დადებითად ვაფასებ იმ გზავნილებს, რაც თქვენ გამოსვლის დროს გააჟღერეთ, კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა - ეს არის ის გზავნილი, რისი გაგონებაც ოდესის მცხოვრებლებს სურდათ. ისინი მოელიან, რომ თქვენი მესიჯები ხელისუფლების ყველა დონეზე განხორციელება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


უკრაინის პრეზიდენტმა კი მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნას გუბერნატორის პოსტზე, უკრაინელები იმედითა და ოპტიმიზმით შეხვდნენ.


„ხალხს კონკრეტულ და პრაქტიკულ შედეგებზე, რომელიც მუშაობის შედეგად უახლოეს მომავალში უნდა გვქონდეს, დიდი მოლოდინი აქვს. პირველ რიგში ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და წესრიგის დამყარებას უკავშირდება“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ დადებითი შეფასება მისცა გუბერნატორ სააკაშვილის ინიციატივას, თანამშრომელთა და რაიონის ხელმძღვანელთა კონკურსის წესით აყვანის შესახებ.


„მე თქვენი პოზიცია ადმინისტრაციის თანამშრომელთა შემცირების შესახებ, ძალიან მომწონს - პოზიცია დებიუროკრატიზაციისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ. ეს არის ის, რასაც ოდესა და უკრაინა ელოდება“, - განაცხადა პოროშენკომ.


ამავე შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის თემამ დასავლეთშიც დიდი ყურადღება დაიმსახურა. პოროშენკოს განცხადებით, სააკაშვილის დანიშვნით უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა საკუთარი კურსი რეფორმების გატარების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი