იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ 9 მაისი ომის ვეტერან ეკატერინე წიქარიშვილს მიულოცეს, რის შემდეგაც შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ადგილზე შეკრებილ სამამულო ომის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამჟამად, ხარაგაულში 9 ომის ვეტერანია, რომელთაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარი ჩაერიცხათ.

დღესვე, ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე სოფელ ვახანში მცხოვრებ ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე ვერა არევაძეს ესტუმრნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. 6 მათგანს კი, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები - სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.
ინფორმაციასა და ფოტომასალას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.