ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატების სამი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა, როგორც ამას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თვითერზე“ წერს.
აღნიშნული ნაბიჯი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიული შეხვედრის წინ, რომელიც მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება, კეთილმოსურნეობის ჟესტად იქნა მიჩნეული.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის პირადად შეხვდება გათავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, რომელიც ფხენიანში მოლაპარაკებების დასაგეგმად იმყოფება.
ამერიკის სამი მოქალაქე - კიმ ჰაკ სონი, ტონი კიმი და კიმ დონ ჩალი ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის იქნენ გასამართლებულნი და მკაცრი შრომა-გასწორების კოლინიაში იხდიდნენ სასჯელს. ერთ-ერთი მათგანი 2015 წელს იქნა დაპატიმრებული, ორი კი ერთ წელზე მეტი ხნის წინათ.
„ჩანს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“, დაწერა ტრამპმა და დაამატა, რომ მაიკ პომპეოს „კიმ ჩენ ინთან კარგი შეხვედრის“ შემდეგ მოლაპარაკებებისთვის თარიღი და ადგილი განისაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.