ახმეტაში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73-ე წელი აღნიშნეს
09-05-2018, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ახმეტაში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალეები შეიკრიბნენ და გარდაცვლილი მეომრების პატივსაცემად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

 


მოეწყო თემატური ღონისძიება, პანკისში, ე.წ. დაბალგორაზე მდებარე თეატრონზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და დოღი.

 

 

 

 


ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და მედია-პროექტ ეტალონის ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც დააანონსა, რომ ივნისის თვეში „ეტალონი“-ს ფინალური ტური პანკისში, სოფელ დუისში გაიმართება.

 

 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით 3 ვეტერანია. ყველა მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600, ხოლო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ლარი ჩაერიცხა.

 

 

ინფორმაციასა და ფოტომასალას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი