წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი თვთმმართველობის წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა გამარჯვების დღე წყალტუბოს მკვიდრ ვეტერანებს მიულოცეს. "ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ვეტერანების თავდადების დაფასება. თითოეულ მათგანს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ", განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ომის მონაწილეებს ფულადი საჩუქრები გადაეცათ.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.