რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალური ვებგვერდზეა განთავსებული.
გავრცელებული ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს.
"ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა. როგორც იცით, მე მივეცი დავალება შესაბამის მინისტრებს და დეპარტამენტებს, რათა იმუშაონ სამხრეთ ოსეთის უწყებებთან", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრისას.
თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
"მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, განხორციელებას ელოდება. სამხრეთ ოსეთში ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო პროგრამების განხორციელებაზეც, რაც ასევე ჩვენი რუსი კოლეგების დახმარებით დაიწყო", - განაცხადა თიბილოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.