საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქვედანაყოფს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ადუაშვილი დახვდნენ.
I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და სამოქმედო არეალს უახლოეს მომავალში სრულად გადაიბარებს.

ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების საკითხები და ოპერაციის რაიონის კონტროლი იქნება.
ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო მასალას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.