ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 8 მაისს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით რეგიონში სამხრეთ მიმართულებიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, საერთო ფართობით 565 კვადრატული კილომეტრი, გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.
„8 მაისს დღის მეორე ნახევარში ფრონტალური ღრუბლის მასები სამხრეთ მიმართულებიდან შემოვიდა, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 23 მმ იყო.
18:09 საათიდან 22:40 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა", ნათქვამია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.