ოდესის ოლქის ახალი პროკურორი, შესაძლოა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ძებნაში მყოფი ზურაბ ადეიშვილი გახდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
წყაროს ცნობით, ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პირად საუბრებში ადასტურებენ.
ამავე ინფორმაციით, მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, ოდესის ოლქის ახალმა გუბერნატორმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.