საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა სასტუმრო „ბილტმორში“ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყრილობაზე დღის წესრიგით გათავალისწინებულია ორი საკითხის განხილვა.
ყრილობაზე მოისმენენ ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის ანგარიშსა და იმსჯელებენ მიმდინარე პროცესებზე.
ყრილობას ესწრებიან ძიუდოისტები, რომელთა განცხადებითაც, აპირებენ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ფედერაციის ხელმძღვანელს შეკითხვები დაუსვან.
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს, რაზეც დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.