ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, მდინარაძეების უბანში, გზის 2 560-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის დასხმის სამუშაოები დასრულდა.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, გზის გასწვრივ სანიაღვრე არხების მოწესრიგება მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 345 500 ლარით დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი, თანხის 5%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.