ძიუდოისტებმა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს
10-05-2018, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძიუდოისტებმა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, სასტუმრო „ბილტმორში” მიმდინარე ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

 

როგორც ყირლობიდან გამოსულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების შეკითხვებს არ პასუხობდა.

 

 

ლიპარტელიანმა ქევხიშვილს „ვაჟკაცური გადაწყვეტილების" მიღებისკენ მოუწოდა.

 


„მწვავე კითხვები დავსვით, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ. ყველას ვთხოვთ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. დავით ქევხიშვილს ვთხოვთ, ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღოს და ცხოვრების ბოლომდე მეგობრები დავრჩებით”, განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა სასტუმრო „ბილტმორში“, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყრილობაზე დღის წესრიგით გათავალისწინებულია ორი საკითხის განხილვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი