მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელება და ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრთან ელი კოენთან ერთად ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაც კარგად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში. ბიზნესისა და საინვესტიციო მიმზიდველობის სიმარტივის მხრივ, საქართველო რეგიონში და გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
Doing Business 2018-ის მიხედვით, საქართველო ათი საუკეთესო ქვეყნის სიაშია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.