პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება თუ თავისუფალი, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა შევიდეს ავლაბრის რეზიდენციაში თუ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში უნდა გადავიდეს, მარგველაშვილმა განაცხადა:
„მე ვთქვი რამდენიმე თვის წინაც, რომ ეს იქნება საარჩევნო თემა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას – იქნება ის მორჩილი თუ იქნება ის თავისუფალი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.