ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამა.
არასრულწლოვანი თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს. შემდეგ კი, ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა, გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.