ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ივიცა დაჩიჩს შეხვდა
02-06-2015, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა. ღარიბაშვილმა და დაჩიჩმა საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. ხელშეკრულების გამო, რომელიც მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთომ კონფლიქტის მოგვარების საკითხში აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ივიცა დაჩიჩის თქმით, ეუთო მომავალშიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი