გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს
10-05-2018, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ენერგეტიკის, ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს, - შესაბამისი განზრახულობათა დეკლარაცია საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ფორმდება.

 

 

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ენერგეტიკის სფეროს განვითარება, ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება და გამყარება ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, აუცილებელია, ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება, რაც გათვალისწინებულია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის, რომელსაც ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო განახორციელებს, მხარდამჭერი პროგრამა 2018-2021 წლებზეა გათვლილი.

 

 

ხელშეკრულებები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან გაფორმდება, ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა - ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარება, საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად გადაქცევა, განახლებადი ენერგიების ათვისება და ენერგოეფექტურობის ჩარჩოს მიღება და ამ სფეროს მნიშვნელოვანი დერეგულაცია, რაც ვფიქრობთ, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების საფუძველთა საფუძველია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ამ მიმართულებით გვაქვს განვითარების მნიშვნელოვანი რეზერვი და სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს ეს ღონისძიებები. განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, შესაძლებელია, რომ უკვე წელს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს 49 მლნ ევრო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ - 25 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი