მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელი საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს
10-05-2018, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იუსტიციის სამინისტრო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და სამწუხაროდ, ეს რიცხვი ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა", განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

 

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხი მთლიანად სახელისუფლებო გუნდის გადასაწყვეტია და აღნიშნული ცვლილებები კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია იქნება.

 

 

„რამდენიმე დღის წინ განვიხილე საკითხი იუსტიციის მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ცდება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივას და გახლავთ მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განსახილველი საკითხი, სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და, პარალელურად, ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას; ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმისწარმოების მოტივით, ამის შემდეგ კი, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით; აგრეთვე, იღებს მოკლევადიან С კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან და აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა", განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად 6 წლიანი ვადის 10 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. 12 წლამდე გაიზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადაც, რომლის მაქსიმალური ხანგრძლივობა, არსებული კანონმდებლობით, 6 წელია.

 

 

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად იცვლება შემდეგი რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. ახლა მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა ასევე 6 წელია. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ მინისტრმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მოკლე ვადაში მომზადებისთვის.

 

 

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განიხილება 35 000 $-იანი ზღვრის აწევის საკითხი უძრავ ქონებაზე, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად არის აუცილებელი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს საინვესტიციო ზღვრის გადასინჯვაზეც.

 

 

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია - ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის და რა თქმა უნდა, ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს.

 

 

ჩვენ, ამ თვალსაზრისით, დავრჩებით ღია ქვეყნად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინოვაციური და მახინჯი მექანიზმების გამოყენებით, ადამიანებმა შეძლონ, პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ, გაიხანგრძლივონ ქვეყანაში არაკანონიერი ყოფნა, მოითხოვონ ის, რაც მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ და ა.შ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი, იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს დამატებით განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მსჯელობა, შემდეგში უკვე პარლამენტში გაგრძელდება", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი