ლევან თარხნიშვილი: 2014 წელს 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით დაახლოებით 48 მილიონი ლარია გაცემული
02-06-2015, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით დაახლოებით 48 მილიონი ლარია გაცემული. ამის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა წარმოადგინა.


მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს სამსახურში პრემიებისა და დანამატების მონიტორინგს და იანვარში გაგზავნილი იქნა სადეპუტატო შეკითხვა ყველა 19 სამინისტროში. ამასთან, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, სამმა სამინისტრომ - იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შს სამინისტრომ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.


რაც შეეხება დანარჩენ 16 სამინისტროს, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 63 302-ს შეადგენს, პრემიებისა და ყველა სახის დანამატის ოდენობამ 47 982 710 ლარი შეადგინა.


ლევან თარხნიშვილის განმარტებით, მოხდა სიტყვა "პრემიის" ჩანაცვლება სიტყვა "დანამატით" და აგრეთვე გვხვდება დანამატების სხვა ფორმაც. მაგალითად ჯილდო, დახმარება და ამასან ამ მონაცემებში არ შედის თვიური ანაზღაურება – ხელფასი.


თარხნიშვილის ინფორმაციით, რომ შევადაროთ, თითქმის 3 000 ლარის ოდენობის დანამატს თვეში იღებდნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები დაახლოებით 1152 ლარს მაშინ, როდესაც რიგით თანამშრომელზე თვეში საშუალოდ პრემია და დანამატი 57 ლარს შეადგენდა. კერძოდ, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები ჯამში 75 ადამიანია, რომელზეც მოდის პრემიებისა და დანამატების უდიდესი ნაწილი. კერძოდ, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების პრემიებმა ჯამში 2579403 ლარი შეადგინა, რაც საშუალოდ თვეში თითოეულზე 2 967 ლარს შეადგენს. დეპარტამენტის უფროსებზე გაცემულია 2 517 286 ლარის ოდენობის დანამატი. საშუალოდ თითოეულზე გამოდის 1 152 ლარი.


"ლიდერი თანამდებობის პირები ამ მხრივ არიან განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელსაც ერთ თვეში პრემია 6 550 ლარი აქვს აღებული. იმ თვეში მთლიანად ხელფასთან ერთად სანიკიძემ 12 500 ლარი აიღო. ასევე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ ყოფნის პერიოდში არჩილ თალაკვაძეს ყოველთვიურად 5 440 ლარის ოდენობის პრემია აქვს მიღებული. ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის პრემიას იღებს ის შს სამინისტროში, ვინაიდან ტრადიციულად შსს ინფორმაციას მალავს", - განაცხადა თარხნიშვილმა.

კომენტარები: 2
#2   Lanora
      
References:


Rocketplay neosurf real money

References:
https://notes.medien.rwth-aachen.de/2vXNCN2mRbCanEC0Uyd1tA/
15 აპრილი 2026 03:57
#1   Ira
      
References:


Steroids at 60 years old

References:
https://rentry.co/9br736up
13 აპრილი 2026 07:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი