პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ტაძარში ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა. მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველთა ზეციურ მხედრობათა ძალთა სახელობის ტაძარში ჯვრის აღმართვას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი უძღვებოდა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, სამხედრო მოსამსახურეები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ტაძარი ერთი წლის წინ, სკოლის პირადი შემადგენლობის სურვილითა და მათ მიერ გაღებული შემოწირულობით აშენდა.
ინფორმაციასა და ფოტომასალას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.