ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდება. აღნიშნულის შესახებ „თვითერზე“ ტრამპმა დაწერა.
„ჩვენ, ორთავე შევეცდებით ამ შეხვედრით სპეციალური მომენტი შევქმნათ მსოფლიო მშვიდობისთვის“, განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ფხენიანში ვიზიტი, მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან ორი ლიდერის შეხვედრის საკითხების მოსაგვარებლად, და ჩრდილოეთ კორეის მიერ „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის“ გასამართლებული სამი ამერიკის მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლება, რაც თეთრმა სახლმა კეთილმოსურნეობის ჟესტად გამოაცხადა.
დღემდე აშშ-ის არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.
ტრამპის მთავარი მისია კიმ ჩენ ინის დათანხმება იქნება იმ უმთავრეს საკითხზე, რომ ფხენიანმა უარი თქვას მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, რისი წინასწარი მზაობაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა 20 აპრილს გამოხატა, როცა განაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვულ სფეროში თავის უმთავრეს მიზანს უკვე მიაღწია და ახლა მისი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს, თუმცა არ დაზუსტებულა, თუ რა ბედი ეწევა უკვე შექმნილ რაკეტებს, მათ შორის კონტინენტთოშრის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთაც, ფხენიანის მტკიცებით, ამერიკის კონტინენტზე წვდომის შესაძლებლობა გააჩნიათ და რომელთა გამოცდებმაც 2017 წელს შეერთებული შტატების შეშფოთება და ტრამპსა და კიმს შორის ზიზღისა და შეურაცხყოფის შემცველი ლექსიკის ურთიერთგაცვლა გამოიწვია.
მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა 2018 წელს. აპრილის ბოლოს უკვე შედგა კიმ ჩენ ინის ისტორიული ვიზიტი სამხრეთ კორეაში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბირთვული განიარაღების და ორი კორეის გაერთიანების პირობა დადო.
კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების შემთხვევაში ბირთვულ შეიარაღებას აზრი არ ექნება.
„თუკი ჩვენი შეხვედრები აშშ-სთან იქნება ხშირი, და მომავალში ნდობა ჩამოყალიბდება და მიიღწევა ხელშეუხებლობის და ომის დასრულების შეთანხმება, რისთვის უნდა გვქონდეს ბირთვული შეიარაღება და რისთვის უნდა ვიცხოვროთ მძიმე პირობებში?“ განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო გამოცდა განახორციელა. ზოგიერთი გამოცდისას რაკეტები გაშვებიდან მალევე აფეთქდა, მაგრამ სხვებმა ასეულობით მილი გაიარეს, სანამ ზღვაში დაეშვებოდნენ. დაბლა ზოგიერთი მათგანის გაშვების შესახებ ინფორმაციაა მოცემული:
12 თებერვალი, 2017 წელი - საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა იქნა გაშვებული ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ბანგიონის საჰაერო ბაზიდან. მან აღმოსავლეთით, იაპონიის ზღვის მიმართულებით, დაახლოებით 500 კმ იფრინა.
4 ივლისი, 2017 წელი - ფხენიანის მტკიცებით, მან პირველად, წარმატებით გამოსცადა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ოფიციოზმა განაცხადა, რომ რაკეტამ 2,802 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და 39 წუთი იფრინა.
29 აგვისტო, 2017 წელი - ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბირთვული ქობინების გადამტანი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ფხენიანიდან გაშვებულმა ამ რაკეტამ დაახლოებით, 550 კმ სიმაღლეს მიაღწია.
15 სექტემბერი, 2017 - ბალისტიკური რაკეტა უკვე მეორედ იქნა გაშვებული იაპონიის გასწვრივ და ის ზღვაში ჰოკაიდოს სანაპიროსთან დაეშვა. იგი დაახლოებით 770 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა და 3 700 კმ მანძილზე იფრინა.
29 ნოემბერი, 2017 წელი - ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეეძლო მისწვდენოდა მთელ კონტინენტურ ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ჰვასონგ-15“ იაპონიის წყლებში დაეშვა, მაგრამ ყველაზე მაღლა იფრინა რაც კი ოდესმე მანამდე გაშვებულ ჩრდილოკორეულ რაკეტებს უფრენიათ.
(სავარაუდო მანძილი კილომეტრებში - (ათასი))

(BBC-ის დიაგრამაზე მოცემული 6 რაკეტიდან - პირველი ოთხის გამოცდა უკვე მოხდა, ხოლო ბოლო ორი რაკეტა განვითარების გზაზეა).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.