დიმიტრი ქუმსიშვილი: „Elbit”-ის ახალი ქარხნის მთავარი შედეგი წლიურად 60 მლნ დოლარის ექსპორტი და 300 სამუშაო ადგილის შექმნაა
11-05-2018, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„Elbit”-ის ახალი ქარხნის გახსნით დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი და ის წლიურად უნდა გამოიხატოს დამატებით 60 მლნ დოლარის ექსპორტში, 300 სამუშაო ადგილის შექმნაში. ეს არის ისრაელიდან ერთობლივი კომპანიების შექმნისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კარგი მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნაზე.

 

 

ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.) პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბებს. პროდუქციის პოტენციური მყიდველები მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები იქნებიან. ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჯამური ინვესტიცია 93 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თვითმფრინავების კომპოზიტური მასალების წარმოების ქარხანა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმო შექმნის დამატებით ღირებულებას, წარმოებულ პროდუქციას კი გამოიყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ბოინგი“, „ეარბასი“ და სხვ. მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და სამსახურში აყვანილი სპეციალისტები გადამზადებას ისრაელში გაივლიან.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „Elbit”-ის ახალი ქარხანა რეგიონული მასშტაბით არ არსებობს. მისი თქმით, ისრაელის კომპანიას ფილიალის გასახსნელად რამდენიმე ალტერნატიული ლოკაცია ჰქონდა, თუმცა არჩევანი საქართველოზე გააკეთა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „Elbit”-მა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით მიიღო.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი