სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრად არჩევა მიულოცა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე.
სომხეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.