საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ირანის მოქალაქე ალი რეიჰანი, რომელიც სოფელში სახლს აშენებდა, ცხელ გუდრონში ჩავარდა.
ალი რეიჰანი უმძიმესი მდგომარეობით ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
საგარეჯოს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სართანიამ განაცხადა, რომ მამაკაცს სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, ამიტომ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.