ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 10 მაისს კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენების შედეგად 825,5 კვ.კმ-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც მოსალოდნელი სტიქია მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული.
ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.
„რეგიონში დღის პირველი ნახევრიდან ფრონტალური ღრუბლის მასები დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა, რასაც დაემატა ადგილობრივად ჩამოყალიბებული შიდამასიური ნალექის მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 40 მმ იყო.
11:44 საათიდან 18:39 საათამდე გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ყვარლის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული სროლის სექტორების არსებობის პირობებში ხუთი სეტყვასაშიში კერა რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. სროლისათვის დასაშვებ მიმართულებებზე გასროლილი იქნა 160 ერთეულამდე რაკეტა.
ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა, წვრილი სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა ყვარლის მუნიციპალიტეტში მჭიდროდ დასახლებული პუნქტების თავზე, სადაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება შეზღუდულია.
სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მუდმივად ახორციელებს კახეთის რეგიონის თავზე მიმდინარე ატმოსფერულ პროცესებზე დაკვირვებას", აღნიშნულია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.