მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში, დაშორდებოდა ხალხს - ამიტომ, გადავწყვიტე დაბრუნება.
აღნიშნული განცხადება პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც ივანიშვილის შეფასებით, გასცდა პოლიტიკური გუნდისა და დემოკრატიული აზრთასხვადასხვაობის საზღვრებს.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ აღნიშნული გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.