კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად
11-05-2018, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად, აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძე პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ცვლილებები იქნება მძლავრი იმპულსი საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად", აღნიშნა მან.

 

 

მისი თქმით, „ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გარდამტეხი ცვლილება შეიტანა ქვეყნის განვითარებაში".

 

 

„მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, მადლობა საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუა უსამართლო რეჟიმს და ჩვენთან ერთად საერთო ძალისხმევით მოიპოვა ყველაზე ძვირფასი თავისუფლება. ამ სულისკვეთების, ამ შემართებისა და ადამიანური თავგანწირვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ დიდი გამარჯვებების მოპოვება, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრა, მან უკვე ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

 

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ მოხდა არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია. არჩევნების გზით ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება, ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია. ჩვენმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების სამართლის უზენაესობისა და კაცთმოყვარეობის გზაზე. ჩვენ შევძელით პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის დაძლევა. თუმცა კიდევ ბევრი საკითხის გადაჭრა არის საჭირო, ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად”, აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი