გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და ქვეყნის პრემიერ მინისტრის ყველა გადაწყვეტილება გუშინაც დღესაც და ხვალაც ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას
11-05-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აუცილებელია, პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით", განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

„ჩვენს პოლიტიკურ ძალას - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვამ მოუწია. ეს გზა არ იყო მარტივი. ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭიდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ....

 

 

ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველი ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება; ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და ქვეყნის პრემიერ მინისტრის ყველა გადაწყვეტილება გუშინაც დღესაც და ხვალაც ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას....

 

 

2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და 2016 წლიდან ჩემი მეთაურობით, უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა. სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება – დემოკრატიული სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი