პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრის შეცვალასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
„პრემიერი ადგილზეა, შეცვლა არ სჭირდება”, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, პარტიაში სერიოზული დაპირისპირება არ მომხდარა.
„რაც გუნდში ხდებოდა, დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ. ეს იყო პატარა გაუგებრობა, რომელშიც ჩემ მოხსენებაშიც ვისაუბრე, არაფერი სერიოზული არ იყო. პრინციპში, გამოჩენისთანავე გუნდი გასწორდა არაფერი სერიოზული არ იყო. ვუყურებდი გუნდის მუშაობას ყურადღებით. გიორგი კვირიკაშვილმა ადრეც შემომთავაზა რამდენჯერმე პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება, მაგრამ ახლა ვნახე, რომ უნდა დავბრუნებულიყავი და ჩემი რესურსი მომეხმარა პარტიისთვის”, განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.