საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად“, მისი „პირადი შეცდომების ბრალიცაა“ და იგი „აუცილებლად“ ჩამოვა საქართველოში მისი „ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით“.
„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში „დაბრუნდა“ ჩემი დაბრუნების შიშით და რუსთავი 2 გამო, რაც ხალხის ჩემს მიმართ სწორ პოზიციაზე გადასვლის და მის მძარცველურ პოლიტიკაზე თვალის ახელით აიხსნება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „Transparency Internationalis“ გამოკითხვა ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს ჩემი დაბრუნება.
ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად, ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით.
ასე რომ, ივანიშვილს სწორად ეშინია - მე ჩემს ხალხს ამ კრიმინალური სინდიკატის ხელში, ნამდვილად არ დავტოვებ“, წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.