საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი ტრიპოლსკის მიერ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, კობა არაბულის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში.
"მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადება არის ცილისწამება და პროვოკაცია. რასაკვირველია, არავითარი კავშირი არც ტენდერებთან და არც მუნიციპალიტეტის სხვა საქმიანობასთან არ მქონია. ყველა დიდ ტენდერზე და მასშტაბურ პროექტზე პასუხისმგებელი არის გუბერნია. მივმართავ გუბერნატორს, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადებების გამო განმარტება გააკეთებინონ კობა არაბულს. მივიჩნევ, რომ ასეთი ქმედების გამო მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ამავე დროს, მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ჩემს მიერ რომელიმე კანონდარღვევასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო მასალები, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ საჯაროდ და განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები", - აღნიშნულია განცხადებაში.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა არაბულმა ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ტენდერებთან დაკავშირებით ბევრი დარღვევებია. კობა არაბულმა ინტერვიუში კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტები არაკვალიფიციურად მზადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.