ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა, არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ, ამის შესახებ ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თეთრი ხმაურის მოძრაობაში“ ამბობენ, რომ წყაროებისგან ჰქონდათ ინფორმაცია, ღამის კლუბებზე მიზანმიმართული პროვოკაციის დაგეგმვის შესახებ.
12 მაისის შავი პარასკევის მოვლენებამდე ჩვენ კონკრეტული პირები გვწერდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე, წყაროები რომელთა სახელებს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ გვატყობინებდნენ, რომ შსს-ს თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ პირები რომლთა გამოყენებასაც აპირებდნენ კლუბების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად.
აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ კლუბების წარმომადგენლებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კლუბები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ უდანაშაულობაში, აღნიშნული ინფორმაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მიგვიცია.
12 მაისის ღამის მოვლენებმა ფაქტობრივად დაადასტურა წყაროს ინფორმაცია, რაც ჩვენთვის წარმოადგენს ალიბს. მოვლენბმა ფაქტობრივად ცხადყო, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით.
წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა კლუბებში ადგილი ქონოდა დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც ასევე ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე.
ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ.
შეგახსენებთ, გუშინ კლუბ ბასიანზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს არცერთი კლუბის თანამშრომელი და არსებობენ მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიცია საკუთარი ხელით ყრიდა კლუბის ტერიტორიაზე გაურკვეველ ნივთიერებებს.
ვთხოვთ საზოგადოებას, არ აყვეთ ჩამდებთა ბრიგადების სცენარებს, შეხედეთ საკითხს ცივი გონებით და გახსოვდეთ, გამსაღებლები არიან სისტემაში, ეს არის მათი რევანში საღ აზრზე და ადამიანებზე ვინც პირველებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას რომ შემოყრილია მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ეს მკვლელობებიც იყო მიზანმიმართული, სწორედ იმისთვის რომ შეექმნათ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი კლუბებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჯგუფების მიმართ", აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.