თბილისში, ღამის კლუბებში წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან - ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია", წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ცნობილია მსხვილი ნარკოგამსაღებლებისა და ქვეყანაში შემოტანის არხების შესახებ, თუმცა, როგორც სააკაშვილი ამბობს, „ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე"
„ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე, შემოტანის არხები. მაგრამ, ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.
ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.
გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება, მათი სიცოცხლისთვის", წერს სააკააშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.