თბილისში, ღამის კლუბებში წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ძალოვანი მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში დაიბარონ საზოგადოების ყველა კითხვა საჯარო პასუხი გაეცემის მიზნით.
„რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია, სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფრომით. შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები", განაცხადა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.