თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
12-05-2018, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ თანამდებობა დატოვოს პრემიერ მინისტრმა და შს მინისტრმა.

 

 

მათი მოთხოვნაა ასევე, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

 

 

აქციის მონაწილეებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა, ბექა წიქარიშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ წუხელ ღამის კლუბებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეკისრება.

 

 

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

 

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ბათუმშიც აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმში მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი