ბექა წიქარიშვილი: საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და ჩვენს შორის შეთანხმება ვერ შედგა
12-05-2018, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის სრულად დაკავების მოთხოვნით მიმართეს.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის უფროსსა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრს, ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

 

 

„საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და ჩვენს შორის შეთანხმება ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ", განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

 

 

აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ. ისინი ღამის კლუბებში წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

 

 

მათ 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ თანამდებობა დატოვოს პრემიერ მინისტრმა და შს მინისტრმა.

 

 

მათი მოთხოვნაა ასევე, რომ დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი