თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის დაკავების მოთხოვნით მიმართეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის უფროსსა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრს, ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკებაც გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გამზირის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
პარლამენტთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ 15:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.