კახა კალაძე აცხადებს, რომ არავის სთავაზობს „შესარიგებელ მატჩს“ და მოუწოდებს პარლამენტთან შეკრებილებს, რომ ერთად გავიდნენ ბრძოლის ველზე ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ საბრძოლველად
12-05-2018, 22:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მთავრობის და პარტიის ლიდერები დილიდანვე არიან შეკრებილი და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობენ.

 


„რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები მე. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის, ასე რომ ვთქვათ, მომავალში მის არსებობაზე. აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები“, განაცხადა კალაძემ და პირობა დადო, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური ცხოვრებაც გაგრძელდება.

 


„ჩვენ ვამაყობთ რაც ამ მიმართულებით გააჩნია დედაქალაქს, თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რომელიც არის ძალიან სამწუხარო და მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. მე გთავაზობთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო. მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ნამდვილად ვაფასებ. მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძლოთ ნარკოტრეფიკს შესაბამის სამსახურებთან ერთად და ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს რა თქმა უნდა სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქლაქეები და აქ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“, აღნიშნა კალაძემ და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შენიშვნებზეც გაამახვილა ყურადღება.

 


„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას“, თქვა კალაძემ და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით მათთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

 

 

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა ულტიმატუმს, პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, კალაძემ თქვა:

 


„ახალგაზრდების ლიდერების მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები, რომ ემოციურ ფონზე იქნა ეს განცხადებები გაკთებული“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი