მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში პედაგოგთა რაიონული კონფერენცია გაიმართა
12-05-2018, 23:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

12 მაისს, მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართა პედაგოგთა რაიონული კონფერენცია თემაზე: „მდგრადი განვითარების 2030-ის მიზნები ჩემს პრაქტიკაში.“

 


პროექტი „თანამშრომლობა განვითარებისთვის“ განხორციელდა ფარის საჯარო სკოლის ინიციატივით. პროექტი ემსახურებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შორის მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობას და საკუთარ პრაქტიკაში დანერგვას, აქტიურ თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გატარებას.

 


პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა, შემდგომ პედაგოგებმა მიღებული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკაში და აქტიურად დანერგეს სასწავლო პროცესში, სწორედ მათ მიერ განხორციელებული პროექტები გაუზიარეს სვანეთის სკოლის პედაგოგებს.

 


კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნენს დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ნიგურიანმა, პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა ეკა წულუკიძემ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელენე განაიამ.

 


კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ და საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველოს“ წარმომადგენლები: რევაზ აფხაზავა თემით „განათლების თანამედროვე გამოწვევები და პოლიტიკა “ , გიორგი ჭანტურია თემით „ინჩიონის დეკლარაცია და განათლების მთავარი გამოწვევები“, დეა სხირტლაძე, გელა ლომიაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა თემით „არაფორმალური განათლება სკოლაში და სათემო პროექტები“. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, ქ.თბილისის კერძო სკოლის „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ახალგაზრდა მეცნიერი ნათია ფურცელაძე თემით „ლიტერატურული კლუბი წიგნიერების განვითარებისთვის“, წმ.ალ. შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია STEM-ის პედაგოგი ტოლია (უტა) კილასონია თემით „STEM საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წარმატებული სწავლებისათვის“, დაბა ჯვარის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი ნინო გაბულდანი თემით “ ძალადობა, როგორც განვითარების შემფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი“, მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა, პედაგოგიური მიღწევები და ინოვაციური სწავლების მეთოდები.

 

 

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული კონსულტანტ-მასწავლებლები: მესტიის მუნიციპალიტეტის მესტიის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სვეტა მჭედლიანი, იფარის საჯარო სკოლის მათემატიკის კონსულტანტ-მასწავლებელი ანა აბესაძე თემით სასწავლო პროექტი “ჩვენი საგანძური“, უშგულის საჯარო სკოლის კონსულტანტ-პედაგოგი ლიანა სამნიაშვილი, ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა წულუკიძე თემით სასწავლო პროექტი „მინის ჭერი“, ლახამულის საჯარო სკოლის მათემატიკის კონსულტანტ-პედაგოგი იაკობ შონია თემით სასწავლო რესურსების (ხანის აკადემია,Desmos.com”) გამოყენება მათემატიკის სწავლების პროცესში, იელის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ჭიჭინაძე თემით სასწავლო პროექტი “ჯანსაღი კვება“, ფარის საჯარო სკოლის მათემატიკის კონსულტანტ-პედაგოგი გულო მეშველიანი თემით “სივრცული ფიგურების სწავლებისათვის“, მულახის საჯარო სკოლის კონსულტანტ-პედაგოგი მანანა მიქავა თემით „წიგნიერება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“, მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი სალომე ფურცხვანიძე თემით ეკო ცნობიერების ხელშწყობა დაწყებით კლასებში “პროექტი ჯუნიორ ეკოლოჯისტ“.

 


ღონისძიების დასკვნით ეტაპზე პედაგოგები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

 


პროექტის ორგანიზატორი იყო ფარის საჯარო სკოლა, კერძოდ აქტიური და ღირსეული პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ფინალისტი, სოციალური საწარმო ქალებისთვის “მზეკოსა" და ახალგაზრდული ორგანიზაცია "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდების" დამფუძნებელი ეკა წულუკიძე. ღონისძიებას ფინანსურად დაუჭირა მხარი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და სივრცით კონფერენციას მხარს უჭერდა მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

 

 

 


კონფერენციის კულმინაცია იყო ანსამბლ „რიჰოს“ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები. 

 

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.

 


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი