რუსთაველის გამზირზე დადგმული კარვები საპატრულო პოლიციამ აიღო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, ეს თავად არ გააკეთეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომელთაც პარლამენტის შენობასთან ღამისთევის შემდეგ, „ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“ ოფისში გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.
კარვების დაშლას უკანონო ქმედება უწოდა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა და განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო პასუხს მოსთხოვენ სამართალდამცველებს.
„კარვები აშალეს და არანაირი კანონი არ არსებობს, რომლებიც ადამიანებს კარვების გაშლას უკრძალავს. ეს იყო უკანონო ქმედება და ამაზე პასუხს გავცემთ. ამ ეტაპზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში დაგეგმარებისთვის“, განაცხადა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა, რომ ისინი პარლამენტის შენობასთან საღამოს ისევ შეიკრიბებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.