83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა.
ბაადურ წულაძემ დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით.
1961 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი იყო. იგი მრავალი საკავშირო და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახლდათ. შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმში. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, მათ შორის „ფეოლა“, „გლადიატორი“, „ვალსი მთაწმინდაზე“ და სხვ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.