ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის თემის მაჟორიტარული ოლქის სამივე უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
13-05-2018, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საარჩევნო ადმინისტრაციამ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის სამივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.74% (472 ამომრჩეველი) შეადგინა.

 


როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მონაწილეობენ არჩევნებში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დახმარება და დამატებითი ინსტრუქტაჟი გარკვეულ შემთხვევებში იყო საჭირო და თითოეულ ამომრჩეველს მიეცა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გამოეხატა საკუთარი ნება.

 

 

„ამ დროისთვის ფიქსირდება 3 საჩივარი, რომლებიც ეხება მხოლოდ ერთ პროცესს - კონკრეტულად, საჩივრები წარდგენილია იმის გამო, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. კომისია იმსჯელებს საჩივრებთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადებში“, განუცხადა ანა მიქელაძემ მედიას.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას კენჭისყრის პროცესის შესახებ და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი